„აშშ კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით ევროპელებთან და უკრაინელებთან მუშაობას აგრძელებს. რა თქმა უნდა, ველით, რომ მოგვარების მშვიდობიანი გზების პოვნის მზადყოფნას ევროპელებიც და უკრაინელებიც გამოავლენენ. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპა ომის გაგრძელებაზეა ორიენტირებული“, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
კრემლის პრესსპიკერი, პარიზში უკრაინის დელეგაციის ვიზიტსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ საუბარი უკრაინის საკითხის მოგვარების სხვადასხვა ასპექტების შესახებ იქნება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის დელეგაცია ევროპელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებისთვის პარიზში ჩავიდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა და თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი.