ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა

ოზურგეთიდან თბილისის მიმართულებითა და პირიქით, ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრობა 15 ლარის ნაცვლად, 20 ლარი გახდა.

ოზურგეთის ავტოსადგურის ხელმძღვანელი მგზავრობის ტარიფის ზრდას საწვავის ფასის მატებას უკავშირებს. შალვა ორაგველიძის თქმით, გადაწყვეტილება თავად მძღოლებისა და კომპანიის ხელმძღვანელობის მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს.

“პირველ რიგში, ფასის მომატება საწვავზე ფასის ზრდამ განაპირობა. რაც შეეხებ, ვინ ღებულობს გადაწყვეტილებას, ერთობლივად, ინდმეწარმე მძღოლები არიან, რომლებიც, ფაქტობრივად, გადამზიდავები არიან. ჩვენ ხელშეკრულებები გვაქვს ამ მძღოლებთან მომსახურებაზე გაფორმებული და მათთან შეთანხმებით მოგვმართეს მძღოლებმა, რომ თბილისის მიმართულებით ფასი გაგვეძვირებინა“, – განაცხადა ორაგველიძემ.

ოზურგეთის ავტოსადგურში ვარაუდობენ, რომ მგზავრობის ფასი შესაძლოა, სხვა მიმართულების მიკროავტობუსებზეც გაიზარდოს, მათ შორის ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, სამტრედიისა და ქუთაისის, ასევე ლანჩხუთი-ჩოხატაურისა და ოზურგეთის სოფლების მიმართულებით.

მსგავსი თემები