უკრაინის რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 90 დღით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.
უკრაინაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი 357-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა ერთმა დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ მისცა.
საომარი მდგომარეობა 9 მაისიდან 6 აგვისტომდე გაგრძელდება. ახლა კანონპროექტს ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მოაწეროს.