ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინეს

,,კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს თბილისის პროკურატურაში ბრალი წარუდგინეს. მას დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. სავარაუდოდ, დღესვე ჩაინიშნება სასამართლოც, სადაც ჯაფარიძის მიმართ აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებენ.

ცნობისთვის, ,,პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის” დაბარების შემთხვევაში, სხდომაზე არმისვლა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც ,,საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მსგავსი თემები