აქტივისტ გელა ხასაიას 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტს, ,,გირჩი-მეტი თავისუფლების წევრს, გელა ხასაიას 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

,,12 დღით ჩამსვეს. ყოჩაღ ლომებო”, – დაწერა ხასაიამ სოციალურ ქსელში მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

ცნობისთვის, გელა ხასაია 31 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიცია მის გაჩხრეკას ცდილობდა, რაზეც ხასაიამ უარი განაცხადა. ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მსგავსი თემები