,,სააკაშვილმა სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრები დახარჯა სხვადასხვა ქალბატონის კეთილდღეობისთვის” – თეა წულუკიანი

,,მიხეილ სააკაშვილი, მაშინ როდესაც ედუარდ შევარდნაძე იყო ჩვენი ქვეყნის პირველი პირი მისი იუსტიციის მინისტრი იყო. ნელ-ნელა იწყებდა ხელისუფლებაში მოსვლისთვის მზადებას, ბატონი მიხეილ სააკაშვილი და პოლიტიკური, არჩევით პოლიტიკას ვგულისხმობ, კარიერა მისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზა უფრო დიდი მწვერვალებისკენ”, – განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, სადაც მიწვეულია თამაზ მოლაშვილი, სულხან მოლაშვილის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.

თეა წულუკიანის განცხადებით, სულხან მოლაშვილმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა იგი ამხილა სამინისტროს თანხების უკანონო ხარჯვაში.

თეა წულუკიანის თქმით, დღეს ძალიან ბევრი ისმის იმის თაობაზე, რომ უკვე პრეზიდენტობისას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა სახელმწიფო დაცვის სამსახურის კუთვნილი, ანუ საბიუჯეტო სახსრები, დახარჯა სხვადასხვა ქალბატონის კეთილდღეობისთვის, თავისი პირადი ჯანმრთელობისა, თუ კარგად ყოფნისთვის, მას მსგავსი დარღვევები ჯერ კიდევ სულხან მოლაშვილმა აღმოუჩინა იუსტიციის მინისტრობისას.

„დღეს ძალიან ბევრი ისმის იმის თაობაზე, რომ უკვე პრეზიდენტობისას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა სახელმწიფო დაცვის სამსახურის კუთვნილი, ანუ საბიუჯეტო სახსრები, დახარჯა სხვადასხვა ქალბატონის კეთილდღეობისთვის, თავისი პირადი ჯანმრთელობისა, თუ კარგად ყოფნისთვის. მსგავსი დარღვევები ჯერ კიდევ სულხან მოლაშვილმა აღმოუჩინა სააკაშვილს იუსტიციის მინისტრობისას.

მე მახსოვს იმ ქალბატონების გვარები და სახელები, სტრასბურგის მასალებიდან, ვისზეც ის წერდა, რომ იმის მაგივრად, რომ ის სახელმწიფო სახსარი მოეხმარებინა მინისტრს სახელმწიფო მიზნებისთვის ის თავისი გარემოცვის ქალბატონებზე ზრუნვით იყო დაკავებული და ამაში ხარჯავდა იუსტიციის სამინისტროს სახსრებსო, ეს ეწერა სხვა ბევრ დარღვევას შორის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები