თურქეთში, ქალაქ ადანაში უგზო-უკვლოდ დაკარგული 7 წლის ბიჭის სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. თურქული მედიის ცნობით, მოზარდის სამძებრო ოპერაცია უკვე 4 დღეა უშედეგოდ მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, 7 წლის კუმალი ტიმი, 12 აპრილს, მეგობრებთან სათამაშოდ გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.
ბავშვის სამძებრო ოპერაციაში პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან ჩართულები. მას შემდეგ რაც ბიჭის ჩუსტები სარწყავი არხის ნაპირზე იპოვეს, მაშველები მას არხშიც ეძებენ.
სამძებრო სამუშაოებში 250 მაშველია ჩართული. ასევე, ჩართულია 37 ავტომობილი, 5 ნავი, 3 სათევზაო გემი და 2 დრონი.