თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მებაჟეებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩინეს. მებაჟეებმა ჩანთაში ჰერმეტულად დაფასოებული 20-ც კილოგრამზე მეტი მარიხუანა ნახეს.
უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგში საეჭვო ნივთიერებას რენტგენით შემოწმების შედეგად მიაგნეს. გამოძიება სამართლის კოდექსის 262-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.