მამარდაშვილი იმ მეკარეების ათეულშია, რომლებმაც „ვალენსიაში“ ყველაზე მეტი ოფიციალური მატჩი ჩაატარეს

გიორგი მამარდაშვილი იმ მეკარეების ათეულში შევიდა, რომლებმაც „ვალენსიაში“ ყველაზე მეტი ოფიციალური მატჩი ჩაატარეს. საქართველოს ნაკრების წევრმა „ვალენსიაში“ 127 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, აქედან 120 – ლა ლიგაში.

მამარდაშვილი კლუბში მეოთხე სეზონს ატარებს, თუმცა გასულ ზაფხულს მისი ტრანსფერი „ლივერპულმა“ გამოისყიდა და ესპანეთში ახლა იჯარით თამაშობს.

მამარდაშვილი აღნიშნულ სიაში მეათე ადგილზეა – მან თანაგუნდელ ხაუმე დომენეკს გადაასწრო, რომელიც მეთერთმეტეა.

 

მსგავსი თემები