“აშშ-სთან სასარგებლო წიაღისეულთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დადებითად წარიმართა“- ზელენსკი

პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ უკრაინისა და აშშ-ის გუნდებს შორის სასარგებლო წიაღისეულის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები გასულ კვირას დადებითად წარიმართა.

„ჯერჯერობით ორივე მხარემ შეხვედრა პოზიტიურად დაასრულა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებები, როგორც ონლაინ, ასევე პირისპირ, ამ კვირის ბოლომდე გაგრძელდება, შემდეგ კი, გუნდები წარმოადგენენ, „რა შედეგებსაც მიაღწიეს“.

მსგავსი თემები