პარლამენტთან საპროტესტო აქციაა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა, საავტომობილო გზა გადაკეტეს.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული ადამიანები.

პარალელურად, აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, საიდანაც მოგვიანებით მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლებენ და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

მსგავსი თემები