2019 წლის 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციის დარბევისას დაშავებული მაკო გომური პარლამენტში საგამოძიებო კომისიის მიერ ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიას გამოკითხვასთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, ეს იყო ცირკი, რომელიც ორმა პარტიამ მოაწყო. გომური ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ და მაშინდელი პრემიერი დანაშაულის ერთმანეთზე გადაბრალებას ცდილობენ.
„აბსოლუტური ცირკი იყო. სანახაობა, რომელიც დაგვიდგეს „ქართული ოცნების“ და გახარიას პარტიებმა. ახალი არაფერი არ იყო ნათქვამი. საერთოდ არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას. ეს იყო ორივე მხარის დანაშაული და ცდილობდნენ ერთმანეთისთვის გადაებრალებინათ და ერთმანეთზე შეეწმინდათ ეს სისხლიანი ღამე.
ჩემი ბრძოლა, რომელიც 6 წლის წინ დავიწყე დღემდე გრძელდება, ამ სასამართლოს პირობებში კიდევ ბევრი ხანი მომიწევს ბრძოლაში ყოფნა, მაგრამ ვიცი, რომ სამართლიანობა აღდგება ნებისმიერი ადამიანისთვის, იქნება ეს – გახარია, გომელაური თუ ივანიშვილი”- ამბობს მაკო გომური.
2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის – 30-ზე მეტი ჟურნალისტი. ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიებით მიყენებული ტრავმისგან თვალი დაკარგა. თვალისა და თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილემ. კლინიკებში გადაიყვანეს 80-მდე სამართალდამცველი.
20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილმა საგამოძიებო კომისია გიორგი გახარია გამოკითხა. კომიისი თავმჯდომარემ მას ჰკითხა, თუ რეზინის ტყვიების სროლის ბრძანება, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ არ იცის.