სუმთან დაკავშირებით „დიდი შვიდეულის“ განცხადების მიღება აშშ-ის პოზიციის გამო ვერ მოხერხდა

უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიში შესახებ „დიდი შვიდეულის“ ერთობლივი განცხადების მიღება აშშ-ის პოზიციის გამო ვერ მოხერხდა. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს და  წერს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „დიდი შვიდეულის“ წევრ მოკავშირეებს აცნობა, რომ არ შეუძლია სუმიზე რუსეთის მიერ მიტანილი სარაკეტო იერიშის დაგმობის შემცველი განცხადების ხელმოწერა, რადგანაც მუშაობს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის სივრცის შესანარჩუნებლად.

კანადამ, რომელიც წელს „დიდი შვიდეულის“თავმჯდომარე ქვეყანაა, შეატყობინა მოკავშირეებს, რომ აშშ-ის თანხმობის გარეშე განცხადების გაკეთება შეუძლებელია.

 

მსგავსი თემები