ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ქალაქ ოდესაში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინისადმი ნატო-ს მხარდაჭერა ურყევია.
“დღეს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ოდესას ვეწვიე. უკრაინელმა ხალხმა ძალიან ბევრს გაუძლო – მათ შორის კვირას რუსეთის თავდასხმას სუმზე. ნატო-ს მხარდაჭერა ურყევია. გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, რათა შეძლოს თავდაცვა დღეს და სამომავლო აგრესიის შეკავება, რაც უზრუნველყოფს სამართლიან და მყარ მშვიდობას”-წერს რუტე.
“Patriot-ებს არა უბრალოდ ვითხოვთ – მზად ვართ, ისინი ვიყიდოთ”- ზელენსკი