საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციელმა, რომელიც 2024 წლის 29 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დაშავდა, მხედველობა დაკარგა. გავრცელებული ინფორმაციით, მას მკურნალობა საქართველოსა და თურქეთში უტარდებოდა, თუმცა მხედველობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.
უწყებაში ამბობენ, რომ პოლიციელს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბლაგვი საგანი ესროლა.