“Patriot-ებს არა უბრალოდ ვითხოვთ – მზად ვართ, ისინი ვიყიდოთ”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაში ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდა. შეხვედრი შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საუბარი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე იყო.

“მთავარი ფოკუსი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე იყო. აბსოლუტურად ყველა ხედავს, როგორ სასწრაფოდ საჭიროებს უკრაინა საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და რაკეტებს. ევროპასა და ამერიკაში პარტნიორებთან საჰაერო თავდაცვაზე ჩვენი შეთანხმებების იმპლემენტაციას ვიმედოვნებთ. Patriot სისტემები თავდაცვითი იარაღია, Patriot-ებს არა უბრალოდ ვითხოვთ – მზად ვართ, ისინი ვიყიდოთ. ეს წმინდა პოლიტიკური საკითხია – სისტემები ხელმისაწვდომია მსოფლიოში, Patriot-ებისთვის რაკეტები ასევე ხელმისაწვდომია, გვექნება თუ არა რუსული ბალისტიკური დარტყმებისგან შესაბამისი დაცვა, მთლიანად პოლიტიკურ გადაწყვეტილებზეა დამოკიდებული”- წერს ზელენსკი.

 

მსგავსი თემები