თურქეთში ტურისტული მიკროავტობუსი სატვირთოს შეეჯახა

თურქეთში, ტურისტული მიკროავტობუსი სარწყავი წყლის ცისტერნას შეეჯახა, რის შედეგადაც მიკროავტობუსში მყოფი 6 ადამიანი დაშავდა.

თურქული მედიის ცნობით, დაშავებულია მიკროავტობუსის მძღოლი და 5 ტურისტი, მათ შორის, ერთი ბავშვია. დაშავებული ტურისტები დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები არიან. ისინი კემერის რაიონიდან ბელეკის გასართობი ცენტრისკენ მიემართებოდნენ.

დაშავებული ტურისტები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მძღოლის ავტომობილიდან გამოსაყვანად, მაშველებს 3 საათი დასჭირდათ. ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები