თბილისში, მილორავას ქუჩაზე, ე.წ. იტალიური ტიპის საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო, რომელიც ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.