,,უკრაინის საკითხის მშვიდობიანად მოგვარება რუსეთის ამჟამინდელი საზღვრების სუვერენიტეტის აღიარებას გულისხმობს” – ნარიშკინი

,,უკრაინის საკითხის მშვიდობიანად მოგვარება მის არაბირთვულ, ნეიტრალურ სტატუსს, დემილიტარიზაციასა და რუსეთის ამჟამინდელი საზღვრების სუვერენიტეტის აღიარებას გულისხმობს”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა მინსკში, ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დადებით ფაქტს წარმოადგენს ის, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის კონტაქტები არსებობს.

„რუსეთსა და აშშ-ს შორის სხვადასხვა დონეზე საკმაოდ ინტენსიური დიალოგი მიმდინარეობს და ის ფაქტი, რომ კონტაქტები არსებობს, დადებითია. ეს, რა თქმა უნდა, მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რაც პრეზიდენტ ბაიდენის წინა ადმინისტრაციის დროს იყო“, – აღნიშნა ნარიშკინმა.

მსგავსი თემები