კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში პროგრესია.
„ჯერჯერობით რაიმე სახის შეთანხმების მკაფიო მონახაზი არ არსებობს, მაგრამ ამ შეთანხმებისთვის პოლიტიკური ნება არსებობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ძალიან დადებითად ვაფასებთ კონსტრუქციულ და შინაარსობრივ კონტაქტებს, რომლებიც შედგა“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, რუსეთი და აშშ მშვიდობის მიღწევისთვის ბევრს მუშაობენ.