პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი უკრაინას დაეხმარება და მასთან სოლიდარული იქნება, თუმცა ვარშავა ამ საკითხში გულუბრყვილო აღარ იქნება.
პოლონეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ახლა პოლონურ ქალაქ სლავკუვში ინტენსიურად მიმდინარეობს ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები. მისი თქმით, მის კონტროლს ბევრი კომპანია მოისურვებს.
„გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ პოლონელები, პოლონური კომპანიები, პოლონეთის სახელმწიფო ამ ადგილის განვითარებისა და ინვესტიციების 100% მფლობელი ვიქნებით. ამით ჩვენ ფულს გავაკეთებთ“, – აღნიშნა ტუსკმა.
გარდა ამისა, ტუსკმა აღნიშნა, რომ პოლონეთი და მთელი მსოფლიო უკრაინას აღდგენაში დაეხმარება. მისივე თქმით, სლავკუვის ტერმინალი იქნება საკვანძო, როცა საქმე ლოჯისტიკას და ტრანსპორტს შეეხება.