რუსეთიდან აფხაზეთში ფრენები მაისის მეორე ნახევარში დაიწყება

„მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ, რუსეთსა და სოხუმს შორის ფრენების დაწყების კონკრეტული თარიღი გაირკვევა. ვფიქრობ, რომ ფრენები მაისის მეორე ნახევარში დაიწყება“, – განაცხადა ავიაკომპანია Ifly-ს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ამჟამად რეგულარული რეისებისთვის მომზადების ტექნიკური ეტაპი მიმდინარეობს, ხორციელდება აეროპორტის ტექნიკური შესაძლებლობების შესწავლა Airbus A330 თვითმფრინავების მიღებისა და მომსახურების თვალსაზრისით.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „როსავიაციამ“ ავიაკომპანიებს „iFly“-სა და „NordStar“-ს სოხუმში ფრენის ნებართვა მისცა.

მსგავსი თემები