თემურ ქათამაძეს საემიგრაციო პატიმრობა 6 თვემდე გაუხანგრძლივეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ თემურ ქათამაძეს საემიგრაციო პატიმრობა 6 თვემდე გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლოში საიას იურისტმა, ვერიკო ჯგერენაიამ განუცხადა, რომელიც თემურ ქათამაძის უფლებებს იცავს.

ცნობისთვის, აქტივისტი თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.

თემურ ქათამაძე ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქციისას 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ის იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს და ამ დრომდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში იმყოფება.

მსგავსი თემები