,,ევროპის ინტერესებში არ შედის, რომ უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მუდმივი ვასალი იყოს” – ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა UnHerd-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპის ინტერესებში არ შედის, რომ უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მუდმივი ვასალი იყოს.

მისი თქმით, ევროპელი ლიდერები იმიგრაციის, ინტეგრაციისა და უსაფრთხოების სფეროებში 21-ე საუკუნის გამოწვევებს ჯერ კიდევ ვერ უმკლავდებიან.

ვენსის განცხადებით, ევროპულ სახელმწიფოებს ისეთი შეიარაღებული ძალები არ ჰყავთ, რომელთაც სათანადო დაცვა შეუძლიათ.

„რეალობა ის არის, რომ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ევროპის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იყო სუბსიდირებული. ევროპელმა ლიდერებმა უსაფრთხოებაში არასაკმარისი ინვესტიცია ჩადეს და ეს უნდა შეიცვალოს.

შარლ დე გოლს აშშ უყვარდა, მაგრამ ის მიხვდა და მეც ვაღიარებ, რომ ევროპის ინტერესებში არ შედის და არც აშშ-ის ინტერესებში შედის, რომ უსაფრთხოების სფეროში ევროპა აშშ-ის მუდმივი ვასალი იყოს. არ მგონია, რომ უფრო დამოუკიდებელი ევროპა აშშ-სთვის ცუდია. პირიქით, ეს აშშ-სთვის უკეთესია“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები