თბილისში ორ დაკარგულ ბავშვს ეძებენ

თბილისში ორ დაკარგულ ბავშვს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, ბავშვები, გუშინ, 31-ე საჯარო სკოლის ტერიტორიიდან გავიდნენ და სახლში არ დაბრუნებულან.

,,გუშინ 14:00 საათის შემდეგ დაკარგულია მეექვსე კლასელი ბავშვი (ილიას კლასელი) – 31-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან. გააზიარეთ თუ ვინმე ხართ ჩუღურეთის, ავლაბრის და ნაძალადევის ჯგუფებში! ბარბარე ლაფაჩი.

სკოლიდან სახლში არ დაბრუნებულა. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ფოტოს და დაუყონებლივ დამიკავშირდით”, – წერს ახლობელი.

მსგავსი თემები