,,კაია კალასი თანამდებობიდან უნდა გადააყენონ და გაერო-ს საერთაშორისო ტრიბუნალს გადასცენ” – ვოლოდინი

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი თანამდებობიდან უნდა გადააყენონ და გაერო-ს საერთაშორისო ტრიბუნალს გადასცენ.

მისი თქმით, კალასმა მუქარაზე გადაინაცვლა და ულტიმატუმი წაუყენა არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებს, არამედ იმ კანდიდატებსაც, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ და მოითხოვა, თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებისგან მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80-ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების დროს.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთში მიღებულია კანონი, რომელიც კრძალავს ნაციზმის რეაბილიტაციას და არსებობს რეგულაციები, რომლებიც კალასის მსგავსი ადამიანების პასუხისგებაში მიცემის საშუალებას იძლევა.

ცნობისთვის, კაია კალასმა ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, არ მიიღონ მონაწილეობა 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში და ამის ნაცვლად, სოლიდარობა გამოხატონ უკრაინის მიმართ.

მისი თქმით, ევროკავშირს ასევე არ სურს, რომ მოსკოვში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებს ბლოკის რომელიმე პოტენციური წევრი შეუერთდეს.

მსგავსი თემები