ცნობილია ლანჩხუთში, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულის ვინაობა

ლანჩხუთში, ორი დღის წინ, სოფელ ნიგვზიანში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის თორნიკე სურმანიძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი ავტობუსი ახალგაზრდას მაშინ დაეჯახა, როდესაც ის სახლში ბრუნდებოდა.

„მანქანა გააჩერა და ეზოში შედიოდა. ავტობუსი დაეჯახა და მიატოვა“, – ამბობს „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის თანასოფლელი.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით.

მსგავსი თემები