,,ვიდრე საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, მსგავს საკითხებზე ჩვენი მხრიდან პოზიტიური პასუხი ვერ იქნება” – მამუკა მდინარაძე

,,ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული, მსგავს საკითხებზე ჩვენი მხრიდან პოზიტიური პასუხი ვერ იქნება”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტის შეკითხვას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე.

„ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული მსგავს საკითხებზე ჩვენი მხრიდან პოზიტიური პასუხი ვერ იქნება, მაგრამ როდესაც ოკუპანტი ამ საკითხზე დაიწყებს საქართველოსთვის პოზიტიურ კონტექსტში საუბარს, მერე ვილაპარაკოთ ყველაფერზე, მაგრამ ვიდრე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს, ასეთი სუბიექტი და ოკუპანტი ქვეყანა და მხარე, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე ჩვენი მხრიდან დადებით პასუხს ვერ მიიღებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები