რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს ესმის განსხვავება შეერთებულ შტატებთან ორმხრივად მომგებიან შეთანხმებასა და კიდევ ერთ ხაფანგს შორის, რამაც შეიძლება ქვეყანა სხვადასხვა სფეროში დამოკიდებულებამდე მიიყვანოს.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების დაცვაზეა დაფუძნებული, თუმცა ამერიკის პრეზიდენტი სხვა ქვეყნებთან დიალოგისთვის მზადაა, როდესაც ეს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობების აღდგენის შემდეგ, მოსკოვმა არ უნდა დაუშვას, რომ ეკონომიკურ, ტექნიკურ, სამხედრო და სხვა სფეროებში კვლავ დამოკიდებული გახდეს.
„100%-ით დარწმუნებული ვარ, ეს გაკვეთილი, არ დაგვავიწყდება“, – აღნიშნა ლავროვმა.