უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედი იარაღი მიიღო

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის, დოვილე შაკალიენეს განცხადებით, უკრაინამ მიიღო შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, რომლის წარმოებისთვისაც ლიეტუვამ 10 მილიონი ევრო გამოყო.

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს უკრაინუილი წარმოების თანამედროვე, შორ მანძილზე მოქმედი ზუსტი იარაღი, რომელიც უკვე წარმატებით გამოიყენება ფრონტის ხაზზე. ეს მიწოდება, რომლის ღირებულება 10 მილიონი ევროა და რომელიც დაფინანსებული ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ, წარმოადგენს პირველ ტრანშს ისტორიული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებას თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტიციების გზით“, – წერს მინისტრი.

მისი თქმით, უკრაინის თავდაცვა ევროპის თავდაცვაა და ლიეტუვის მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება.

მსგავსი თემები