რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ხუთ რეგიონში, მათ შორის მოსკოვის ოლქში, 115 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 109 უპილოტო საფრენი აპარატი, კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. 3 ვორონეჟის ოლქში, თითო-თითო მოსკოვის, ბრიანსკისა და ორიოლის ოლქებში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კურსკის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც რამდენიმე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, დაიღუპა ერთი და დაშავდა 9 ადამიანი.