აშშ-ის კონგრესში უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი წარადგინეს

Reuters-ის ცნობით, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა აშშ-ის კონგრესში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც ომში უკრაინის მხარდაჭერის გაზრდასა და რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღებას ითვალისწინებს.

კერძოდ, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, გრეგ მიკსმა, წარადგინა კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის მრავალშრიან დახმარებას ითვალისწინებს, უსაფრთხოების საჭიროებების დაფინანსებიდან და ომის შემდგომი რეკონსტრუქციიდან დაწყებული, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებით დამთავრებული.

კანონპროექტს პირველ ნაწილში კიდევ ერთხელ დასტურდება უკრაინის და NATO-ს მხარდაჭერა, ასევე არის შეთავაზება შეიქმნას უკრაინის რეკონსტრუქციის სპეციალური კოორდინატორის თანამდებობა. მეორე ნაწილში საუბარია უკრაინის დახმარებაზე უსაფრთხოების სფეროში და სამხედრო დაფინანსებაში. მესამე ნაწილი რუსეთის მიმართ ახალ სანქციებზეა საუბარი, რომლებიც რუსულ ბანკებსა და ენერგოსფეროს, ასევე მაღალჩინოსნებს შეეხებათ.

სააგენტოს წყაროები აღნიშნავენ, რომ კანონპროექტი კიდევ ერთი მცდელობაა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაზე ზეწოლის განხორციელების, რათა მან კიევის მხარეს უფრო მკაფიო პოზიცია დაიკავოს.

მსგავსი თემები