დიაბეტით დაავადებული ბავშვები ყვარლის საზაფხულო ბანაკში სპეციალურ პროგრამას გაივლიან

ყვარელში, საზაფხულო ბანაკში მყოფი დიაბეტით დაავადებული ბავშვები ერთკვირიან სპეციალურ საინფორმაციო-შემეცნებით პროგრამას გადიან. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურსა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაცია „ექს ჯორჯიას“ შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, დიაბეტით დაავადებული ბავშვები უკვე მეორე წელია არდადეგების ნაწილს კახეთში, საზაფხულო ბანაკში ატარებენ. მოზარდების აქტიური დასვენების ერთკვირიანი პერიოდი, სპეციალისტებისა და სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობით, სხვადასხვა შემეცნებითი ექსკურსიით, სპორტული აქტივობებითა და თემატური ღონისძიებებით არის დატვირთული.

სხვადასხვა ასაკის 50-მდე ბავშვი ბანაკში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან კაკავამ, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუთმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ვადაჭკორიამ გააცილეს.

სპეციალური პროგრამის დასასრულს, ქართულ-ამერიკულ საზაფხულო ბანაკში მყოფი თითოეული მოზარდი მისი დღის წესრიგისა და დაავადების მართვის შესახებ ინდივიდუალურ რეკომენდაციებს მიიღებს.

მსგავსი თემები