უკრაინის ქალაქ, სუმში, 13 წლის ბიჭმა, რომელიც ტროლეიბუსში იმყოფებოდა რუსული თავდასხმის დროს, ფანჯარა ჩაამტვრია, კარები გააღო და სხვა მგზავრებს გაქცევაში დაეხმარა. ის დედასთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც უკრაინული მედია წერს, ბიჭს თავში ნამსხვრევები უპოვეს. ის გადარჩა.
სუმში რუსეთის არმიის მიერ ორი ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული დარტყმის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის 2 ბავშვია.