“გამარჯვება ჩვენშია, ძალა სტუდენტებშია”- პარლამენტისკენ მსვლელობას მართავენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა მიმდინარეობს. მსვლელობაში მონაწილეობენ: სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები:“გამარჯვება ჩვენშია, ძალა სტუდენტებშია”; “ურჩხულის არ ეშინია ერთიან საქართველოს”; “ძალა სტუდენტების ერთობაშია”.

ისინი პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

მსგავსი თემები