“პაატა სალია ისტორიაში შევა, როგორც “რუსთავი 2″-ის მესაფლავე, მკვლელი ვინ არის, ყველამ კარგად ვიცით” – რომან გოცირიძე

  •  

“პაატა სალია ისტორიაში შევა, როგორც “რუსთავი 2″-ის მესაფლავე, მკვლელი ვინ არის, ყველამ კარგად ვიცით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

პაატა სალიას პროკურატურისთვის მიმართვას, გამოძიების დაწყების მოთხოვნით, გოცირიძემ დემაგოგია უწოდა.

“რუსთავი 2”-ის ვიღაც ”მინორიტარმა” აქციონერმა, მის ხელმძღვანელობას პროკურატურაში რომ უჩივლა და იქაურობას რომ აწიოკებენ ”გამომძიებლები”, ამას ყველა ჩვენი თვალით ვხედავთ. თურმე ეს არ ყოფილა საკმარისი და ახლა უკვე ქიბარ ხალვაშის მიერ დასმულმა დირექტორმა, ”ადვოკატმა სალიამაც” მიმართა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით. რადგან დანაშაულის ნიშნები იკვეთება და მერე მე რომ არ დამბრალდეს დანაშაულის დაფარვაო, იძულებული ვარ, ასე მოვიქცეო. უნამუსო დემაგოგიაა. 
ეს კაცი ისტორიაში შევა, როგორც “რუსთავი 2″-ის მესაფლავე. მკვლელი ვინ არის, ყველამ კარგად ვიცით”, – აცხადებს გოცირიძე.

მსგავსი თემები