“რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ბაიდენის ომია”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ბაიდენის ომია.

„რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ბაიდენის ომია და არა ჩემი. მე აქ ახლახან მოვედი და ჩემი ვადის ოთხი წლის განმავლობაში ამის წარმოქმნა უპრობლემოდ აღვკვეთე. პრეზიდენტი პუტინი და ყველა სხვა თქვენს პრეზიდენტს პატივს სცემდა. მე არაფერი მაქვს საერთო ამ ომთან, მაგრამ მე ვმუშაობ იმისთვის, რომ სიკვდილი და ნგრევა დასრულდეს“, – წერს დონალდ ტრამპი.

მისი თქმით, „2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო ეს საშინელი ომი არასოდეს მოხდებოდა“.

მსგავსი თემები