თსუ-სთან აქცია მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები იმყოფებიან.როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დედაენის დღეს ისინი აპირებენ იმ ისტორიული მარშრუტის გავლას, რომელიც სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებელმა 1978 წლის 14 აპრილს გაიარეს თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე.

ადგილზე ასევე იმყოფებიან აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები. თსუ-სთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მსვლელობით წამოსული მოქალაქეებიც.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეები თსუ-ს პირველი კორპუსიდან რუსთაველია გამზირზე გადაინაცვლებენ.

მსგავსი თემები