“რუსეთს მშვიდობა არ სურს”- კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს.

„ნათელია, რომ მათ დრო გაჰყავთ და მშვიდობა საერთოდ არ სურთ. უკრაინა ერთი თვის წინ დათანხმდა ცეცხლის უპირობო შეწყვეტას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს ომი სურს, რადგან ჩვენ გასულ შაბათ-კვირას სუმზე განხორციელებული ყველაზე სასიკვდილო თავდასხმის მომსწრე გავხდით“ – განაცხადა კაია კალასმა.

მისი თქმით, უკრაინაში მშვიდობის მიღწევით ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანაა დაინტერესებული

მსგავსი თემები