რამ გამოიწვია წითელას აფეთქება?! – გაფრთხილება მშობლებს

საქართველოში „წითელათი“ გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ბავშვი ახალციხიდან იყო. ინფექციის გართულებას კი იმან შეუწყო ხელი, რომ ბავშვი აქ იყო აცრილი.

როგორც ივანე ჩხაიძე მედიაცენტრ მთავართან აცხადებს, მსოფლიოში წითელას შემთხვევების მატება ფიქსირდება და არის გარდაცვალების შემთხვევები.

„თუ საქართველოს მაგალითს გადავხედავთ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამცხე ჯავახეთშია. ასევე მაღალი მაჩვენებელია თბილისში.  ერთი გარდაცვალებაც სწორედ სამცხე-ჯავახეთში გვქონდა და ამ შემთხვევაში ბავშვი არ იყო აცრილი“ – აღნიშნა პროფესორმა მედიაცენტრ მთავართან“.

რაც შეეხება „წითელას აფეთქების“ მიზეზებს, ის გარკვეულწილად პანდემიასთანაც არის კავშირში.

„რადგანაც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში შემთხვევების მატების ტენდენციაა, აქ რაღაც საერთო მიზეზი უნდა იყოს და ამ საერთო მიზეზის უკან დგას პანდემიის ზეგავლენა. უპირველესია გეგმიური აცრების დიდი ხარვეზი. ვაქცინაციის მოცვის კონკრეტული ციფრია 95%-ზე ზევით, ამ შემთხვევაში ითლება, რომ ქვეყანა უსაფრთხოა.  ჩვენთან კი ეს მაჩვენებელი 81%-ია, რაც იმას ნიშნავს რომ უსაფრთხო ქვეყანა არ ვართ“ – აღნიშნა პროფესორმა „მედიაცენტრ მთავართან“.

 

მსგავსი თემები