,,მაისში გელოდებით პლენარულ დარბაზში, პარლამენტში ვერ შემოგიბედავთ, გაშინებენ, ხომ ქუჩის მავნებლები?” – წულუკიანი გახარიას

,,იცით, ქუჩაში, რა კარგია? „ქუჩაში“ რაღაც ისე იძახით, თითქოს, ქუჩაში ნორმალური ადამიანები არ იდგნენ”, – ასე უპასუხა შს ყოფილმა მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს,თეა წულუკიანს, რომელიც მისი მინისტრობისას, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს მოწყობის ფაქტზე პასუხობდა კითხვებს.

„ქუჩაში კარგი თუ არის, ჩაიცუცქეთ და იყავით. ქუჩაში მე ვიყავი, ქუჩიდან მოვედი მე ოპოზიციაში, მაშინ, როდესაც თქვენ სად იჯექით თბილად გერმანიაში, არ ვიცი და იმ „ნაცებს“ ვებრძოდი, რომლებიც მოსაკლავად დამდევდნენ“, – უპასუხა წულუკიანმა გახარიას.

გახარიას თქმით, „ნაცები“ გვერდზე მოისვეს, რომლებსაც ახლა კომისიაში ვერ ეძახიან“.

„ვინ მოვისვით გვერდზე? მივალთ იქამდე. „ნაცებს“ რომ გაურიგდით და მიგვატოვეთ ლიდერმა, რომელსაც კარტ-ბლანში გქონდათ და მართლა ძლევამოსილი იყავით და შეგეძლოთ ეს ქვეყანა მართლა სწორ გზაზე წაგეყვანათ“, – განაცხადა წულუკიანმა.

გახარიამ წულუკიანის რეპლიკას ასე უპასუხა: „ახლაც შემიძლია“, რაზეც წულუკიანმა უთხრა: ,,კი, ვნახავთ მაგას, ვის რა შეუძლია. პარლამენტში ვერ შემოგიბედავთ, გაშინებენ, ხომ ქუჩის მავნებლები? ,,ჰოდა, აი, მაისში გელოდებით პლენარულ დარბაზში“.

მსგავსი თემები