უნგრეთში ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად, გამოკითხულთა 60% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა. კვლევაში მონაწილეობა 1.1 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო და 58.18%-მა კითხვას „მხარს უჭერთ თუ არა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას?“ დადებითი პასუხი გასცა.
კვლევაში ცალკე პუნქტად იყო გატანილი კითხვა საზოგადოების პოზიციაზე იმასთან დაკავშირებით, უნდა დარჩეს თუ არა უნგრეთი ევროკავშირისა და ნატო-ს წევრად, რაზეც გამოკითხულთა 98.68%-მა დადებითი პასუხი გასცა.