სომხეთი აზერბაიჯანის არმიას დასახლებული პუნქტის მისამართით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის არმიას დასახლებული პუნქტის მისამართით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 13 აპრილს, 22:20 საათზე ცეცხლი გაუხსნეს სიუნიქის ოლქის დასახლებულ პუნქტ ხნაცახს, რის შედეგადაც სოფლის კულტურის ცენტრი დაზიანდა.

ერევანში აცხადებენ, რომ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო არ გამოხმაურებია.

მსგავსი თემები