ამერიკის შეერთებული შტატების ციხეებიდან სალვადორში კიდევ 10 ადამიანის დეპორტაცია მოხდა. ამერიკის სახელმწიფო მდივანის, მარკო რუბიოს განცხადებით, სალვადოში დაბრუნებული პირები ტერორისტული დაჯგუფებების წევრები არიან.
ვენესუელის მოქალაქეების ქვეყნიდან გასაძევებლად, ტრამპის ადმინისტრაციამ 1798 წლის მიღებული ,,უცხოელი მტრების შესახებ”კანონი აამოქმედა.
ამერიკული მედიის მიხედვით, ელ-სალვადორში მყოფი მიგრანტების ადვოკატები და ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ დეპორტირებული პირები კრიმინალები და ბანდის წევრები არ არიან და მათ ამის სამართლებრივად დამტკიცების საშუალება არ მიეცათ.
,,ვაშინგტონ პოსტის” ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ტრამპის პრეზიდენტობის პირველ წელს ერთი მილიონი არალეგალი მიგრანტის დეპორტაციას გეგმავს.