“ფორმულა კრეატივი” ახალ ტელევიზიას დავით კეზერაშვილთან ერთად ხსნის

უახლოეს პერიოდში, “ფორმულა კრეატივი” და დავით კეზერაშვილი, ერთობლივად ტელევიზიას გახსნიან. გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს მიშა მშვილდაძე. 

მისი განცხადებით, ტელევიზია ზეპარტიული იქნება, არ მოემსახურება ერთი რომელიმე პარტიის ინტერესებსა და გარკვეული ღირებულებების მატარებელ ყველა პარტიაზე იმუშავებს. 

ამასთან, “ფორმულა კრეტივის” დამფუძნებელმა, ირაკლი საღინაძემ რამდენიმე დღის წინ განცხადებაც გაავრცელა ტელევიზიის გახსნასთან დაკავშირებით.

“დღეს ქვე­ყა­ნა­ში შემ­ქნი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა და აშ­კა­რად გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და საფრ­თხეს უქ­მნის ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ, პო­ლი­ტი­კურ და კულ­ტუ­რულ გან­ვი­თა­რე­ბას, თა­ვი­სუ­ფალ სი­ტყვა­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნის ქვეშ მო­აქ­ცი­ოს მთე­ლი მე­დი­ა­სივ­რცე და ჩა­ახ­შოს კრი­ტი­კუ­ლი აზრი. მო­ქა­ლა­ქე­ებს ეზღუ­დე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ჰქონ­დეთ მრა­ვალ­მხრი­ვი და სრულ­ფა­სო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე. ეჭვქვეშ დგას კონ­სტი­ტუ­ცი­ით დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი.

კომ­პა­ნია “ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვი” თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან და პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად ქმნის ახალ მე­დი­აპ­ლატ­ფორ­მას. გვაქვს სურ­ვი­ლი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, შევ­ქმნათ ხა­რის­ხი­ა­ნი, უკომ­პრო­მი­სო, სან­დო, ოპე­რა­ტი­უ­ლი და ეფექ­ტუ­რი მე­დია-სა­შუ­ა­ლე­ბა, ახა­ლი ტე­ლე­ვი­ზია, სა­დაც ას­პა­რე­ზი და პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, პარ­ტი­ას და ჯგუფს, ვის­თვი­საც სუ­ლერ­თი არ არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და ცი­ვი­ლი­ზი­რე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი”, – ვკითხულობთ “ფორმულა კრეატივის” განცხადებაში.

თავის მხრივ, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­მა, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ახა­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის შექ­მნის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. მისი თქმით, უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა ბევ­რი რამ ახ­ლე­ბუ­რად და­ა­ნა­ხა და მიიღო გადაწყვეტილება, ჩაერთოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში.

მსგავსი თემები