ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიაენი ეხმაურება რუსეთის სარაკეტო თავდასხმას უკრაინის ქალაქ სუმზე. მისი განცხადებით, დაუყოვნებლივ საჭიროა მტკიცე ზომები ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად.
„დღეს დილით, რუსეთის სისასტიკე კვლავ განმეორდა ქალაქ სუმში – მოკლული კაცები, ქალები და ბავშვები.
ბარბაროსული თავდასხმა კიდევ უფრო ამაზრზენი გახადა იმან, რომ მოხდა მაშინ, როდესაც ხალხი მშვიდობიანად ბზობის დღესასწაულის აღსანიშნავად შეიკრიბა. ეს უკანასკნელი ესკალაცია დაუნდობელი შეხსენებაა:
რუსეთი იყო და რჩება აგრესორად, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევით”- ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.