ლუკა სიჭინავა ბოსნიაში, საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება. აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის სახელით მოასპარეზე 14 წლის ლუკა სიჭინავამ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და 16 აპრილს ბოსნიაში, საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. მისი ყველა გამარჯვება მამის ხსოვნას ეძღვნება.
შეჯიბრი დღეს, სპორტკომპლექს ,,არენაში“ გაიმართა. ჩემპიონებისგან დაკომპლექტდა საქართველოს ნაკრები, რომელიც საერთაშორისო ტურნირებზე მიიღებს მონაწილეობას. პირველი ტურნირი კი სწორედ ბოსნიაში შედგება.
ლუკა მეოთხე წელია აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის გუნდის სახელით ასპარეზობს ( მწვრთნელი ამირან ჯინჭარაძე). ამ მოკლედ დროის განმავლობაში ლუკას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. ის ორგზის ჩემპიონია რაჭის ღია პირველობაში (I ადგილი).
ასევე, არის მედიუმ-ლიგის პირველი ადგილის მფლობელი. ამჟამად თამაშობს სუპერლიგაში და რეიტინგით ტოპ-ათეულში შედის.
„მედიაცენტრი მთავარი“ წარმატებას უსურვებს ლუკა სიჭინავას ბოსნიის საერთაშორისო ტურნირზე, სადაც ის საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას.