16 წლის მარიამ კოხრეიძის მსგავსად, ყბა-სახის ოპერაციისთვის კიდევ ერთი გოგო ემზადება. მას უკვე შეხვდა ექიმი. შესაბამის ვიდეოს ფოტოგრაფი დანტესი ავრცელებს.
„დღეს ლილიანა საქართველოში შეხვდა მარიამის ექიმ ალთან ვაროლს და დაიწყო ოპერაციის სამზადისი. მოვემზადოთ კიდევ ერთი სასწაულისთვის”- წერს ის.
16 წლის მარიამს ყბა-სახის ურთულესი ოპერაცია საზოგადოების დახმარებით თურქეთში ჩაუტარა. რაც შეეხება თურქ ექიმს, რომელმაც ქართველ გოგონას ოპერაცია გაუკეთა საკუთარ ჰონორარზე უარი თქვა.