საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, იმისთვის, რომ რუსეთი აიძულონ, ცეცხლი შეწყვიტოს, მკაცრი ზომებია საჭირო.
„დღეს დილით, ორი რუსული რაკეტა უკრაინის ქალაქ სუმის გულში დაეცა, რამაც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები, იმსხვერპლა. ყველამ იცის: ეს ომი მხოლოდ რუსეთმა დაიწყო. დღეს კი ცხადია, რომ მხოლოდ რუსეთმა აირჩია მისი გაგრძელება – ადამიანების სიცოცხლის, საერთაშორისო სამართლისა და პრეზიდენტ ტრამპის დიპლომატიური ძალისხმევის აშკარა უგულებელყოფით“, – წერს მაკრონი.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ სუმში რუსული ბალისტიკური რაკეტის დარტყმის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. 84-ზე მეტი ადამიანი კი დაიჭრა, მათ შორის 10 ბავშვი.