პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა იწყება

პარლამენტი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს. “ქართული ოცნების” უმრავლესობამ “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონსა და “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებები წარადგინა, რომელსაც 14 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი – მათ შორის პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს.

ცვლილებების გათვალისწინებით, პარტიის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა სარჩელის შეტანიდან 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო საარჩევნო პერიოდში – 14 დღეს.

მსგავსი თემები